იზოტოპური თანაფარდობის მასის სპექტრომეტრია (IRMS); ძირითადი პრინციპები და აპლიკაციები

მომხსენებელი: ასოც.პროფ. ქეთევან ლომსაძე, საქართველოს უნივერსიტეტი

იზოტოპური თანაფარდობის მას-სპექტრომეტრია (IRMS) იძლევა ისეთი ქიმიური ელემენტების იზოტოპური თანაფარდობების გაზომვის საშუალებას, როგორებიცაა წყალბადი, ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, გოგირდი. თითოეული ელემენტის იზოტოპების საშუალო იზოტოპური თანაფარდობა დაფიქსირდა დედამიწის ფორმირების პროცესში. მიუხედავად ამისა, მასზე შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთმა ბიოლოგიურმა, ქიმიურმა და ფიზიკურმა ფაქტორმა. იზოტოპური თანაფარდობის მას-სპექტრომეტრი, ჩვეულებრივ, მოიცავს ნიმუშის ინიცირების სისტემას, ელექტრონებით იონიზაციის იონურ წყაროს, მაგნიტურ სექტორულ მას-ანალიზატორს, ფარადეის ჯამის ფორმის დეტექტორების კომბინაციას და მონაცემთა დამუშავების სისტემას. IRMS მეთოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიაში, გეოლოგიაში, არქეოლოგიაში, მედიცინაში, სასამართლო მეცნიერებებსა და კვების პროდუქტების ანალიზში.

პრეზენტაცია