შესავალი

Erasmus+ პროექტის MENVIPRO-ს მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა „მდგრადი და ინოვაციური მიდგომები გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისთვის“ ჩატარდება 2022 წლის 11 ივლისს. ღონისძიებში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავლასიისა და ევროპის ექსპერტები, რომლებიც  საერთაშორისო სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის წარმოადგენენ ლექციების ფართო სპექტრს იმ აქტუალურ თემებზე, რომელსაც  2019 წლიდან განავითარებს MENVIPRO პროექტი

მიზანი
საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტოვობებს და განახორციელოს კვლევაზე ორიენტირებული და ინოვაციური ტრენინგი. საზაფხულო სკოლის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში მოიზიდოს, როგორც მაგისტრანტების, ასევე დოქტორანტები, რათა მათ მიიღონ ახალი ცოდნა და ხელი შეეწყოთ სამეცნიერო კარიერის განვითარების კუთხით. შეთავაზებული კურსები მოიცავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა კვლევის ორგანიზაცია, გამოქვეყნების შესაძლებლობები, სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ მეთოდები და სხვა. ღონისძიება მნშვნელოვან წვლილს შეიტანს პროექტის საერთო მიზნის მიღწევაში - გარემოს დაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება სამხრეთ კავკასიაში და ამ სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირს, სომხეთსა და საქართველოს შორის.

შინაარსი და მიზნობრივი სწავლის შედეგები
საზაფხულო სკოლა "მდგრადი და ინოვაციური მიდგომები გარემოს უსაფრთხოებისთვის" სტუდენტებს მისცემს როგორც თეორიულ ცოდნას და ასევე პრაქტიკულ და ლაბორატორიულ გამოცდილებას, რათა მომავალში შეძლონ ჩაატარონ გარემოსდაცვითი გაზომვები, გარემოსდაცვითი და საკვების ნიმუშების ანალიზი და ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება ნიადაგებზე, მცენარეულობაზე, აეროზოლებზე და საკვებზე. სტუდენტები შეიძენენ ორგანული, არაორგანული და რადიოაქტიური დამაბინძურებლების განსაზღვრის ანალიტიკურ უნარებს და დისტანციური ზონდირების, გარემოსდაცვითი მონაცემების რუქების და გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების შესახებ ცოდნას. საზაფხულო სკოლის დასასრულს მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ანთროპოგენურ, კლიმატურ და გეოგრაფიულ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს გარემოში ცვლილებებს და ამგვარი ცვლილებების გრძელვადიან შედეგებს, აგრეთვე მათ მონიტორინგისა და წინააღმდეგობის მეცნიერულ მეთოდებს. იმ სტუდენტებს, რომლებიც სრულად დაასრულებენ საზაფხულო სკოლის პროგრამას, მიიღებენ 2 ECTS კრედიტსდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატს.

COVID-19 შეზღუდვები
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დარჩენილი შეზღუდვების გამო, ღონისძიება მოეწყობა ონლაინ ფორმატში: 
ყველა ლექცია და სემინარი მოეწყობა ონლაინ სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (იხ. დღის წესრიგი).

საზაფხულო სკოლის დღის წესრიგი აქ არის: agenda.pdf

როგორ დავრეგისტრირდეთ
რეგისტრაციის ბმული აქ არის: მიმართეთ ახლავე

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი

ყველა აპლიკანტს დაუკავშირდება საზაფხულო სკოლის საორგანიზაციოგუნდი წევდი დეტალებს გასაცნობად.