რეკრეაციული და სასმელი წყლის რეზერვუარების მიკრობული წყლის ხარისხი

მომხსენებელი:  მარინა თედიაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი,  ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

განხილული იქნება წყლის ხარისხის მიკრობიოლოგიური ასპექტები: სასმელი და რეკრეაციული წყლის მიკრობული დაბინძურების ინდიკატორები; წყლისმიერი  ინფექციები; სხვადასხვა წყლის ობიექტებში მიკრობული პოპულაციების სიმრავლე; საზღვაო და მტკნარი წყლის წყლის სისტემების მიკრობიომი და ფაგომა; გარემო ფაქტორების გავლენა წყლის რეზერვუარებში ბაქტერიების და ბაქტერიოფაგების სიმრავლესა და მრავალფეროვნებაზე;  წყალსატევებში დაბინძურების წყაროების  და გავრცელების გზების გამოვლენის  ფაგებზე  დაფუძნებული მეთოდოლოგია; წყლისმიერი პათოგენების და მათი ბაქტერიოფაგების  გავრცელება ზედაპირულ წყლებში: შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში  ჩატარებული კვლევები.

პრეზენტაცია