ამორტიზებული ტყვიის ბატარეები გარემოში - პრობლემები და გადაჭრის გზები

მომხსენებელი: ასოც.პროფ.  ლილი არაბული, საქართველოს უნივერსიტეტი

ამორტიზებული ტყვიის ბატარეების შემადგენლობა (მონობლოკების რთული სისტემა - კორპუსი, ელექტროლიტი, ტყვიის ელექტროდები, ტყვიის ოქსიდები და ტყვიის სულფატი) განსაზღვრავს მათი გადამუშავების ისეთი ტექნოლოგიური სქემების შემუშავების აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ეფექტურობას. ეს დიდწილად არის დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ნედლეულის რაოდენობა, ტერიტორიული განაწილება, ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა, წარმოების პროცესში ბაზრის მოთხოვნა ბაზარზე მიღებულ თანაპროდუქტებზე და ა.შ.
ამჟამად ცნობილია ამორტიზებული ტყვიის ბატარეების გადამუშავების ორი ძირითადი ხერხი:
1. მჟავისგან გამოთავისუფლებული მთლიანი მონობლოკების დნობა სხვადასხვა სახის ღუმელებში გარკვეული აღმდგენი რეაგენტის თანდასწრებით;
2. მონობლოკების წინასწარი მექანიკური დემონტაჟი და მიღებული (ორგანული, მეტალის და ოქსიდ-სულფატური) ნახევრად პროდუქტების შემდგომი გადამუშავება პირომეტალურგიული, ჰიდრომეტალურგიული და ჰიდროელექტრომეტალუ¬რგი¬ული ოპერაციების საშუალებით.

პრეზენტაცია