ტექნოგენური და ანთროპოგენური პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება

მომხსენებელი: ასოც.პროფ. ლილი არაბული, საქართველოს უნივერსიტეტი

ტექნოგენური და ანთროპოლოგიური ნარჩენების გადამუშავება აქტუალურია შემდეგი მიზეზების გამო: ნარჩენები ბუნებაში არახელსაყრელ და ხშირად საშიშ ეკოლოგიურ მდგომარეობას ქმნის; მათი ხელახალი გადამუშავების გზით შესაძლებელია შესაბამისი საბაზრო წარმოების დეფიციტის დაფარვა. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების მაღალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა არის ერთ-ერთი რთულად მოსაგვარებელი პრობლემა. სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს უნარჩენო, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანი. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შორის ყველაზე პრობლემატურია სამრეწველო, საყოფაცხოვრებო შეფუთვა და კვების პროდუქტების შეფუთვა (სარეცხი საშუალებები, მინერალური, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები). ამ ტიპის შეფუთვის წარმოებისთვის გამოიყენება პოლიეთილენ ტერეფტალატი, პოლიეთილენი, პოლიპროპილენი და სხვა ორგანული პოლიმერები. პროდუქტის მოხმარების შემდეგ ამორტიზებული შეფუთვის მოცულობა დიდი რაოდენობით იზრდება გარემოში და ქმნის არასასურველ ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც იწვევს მისი (როგორც მეორადი ნედლეულის) გადამუშავების აუცილებლობას.

პრეზენტაცია