გარემოს სენსორები და მონაცემთა მართვა

მომხსენებელი: დავით ჩხაიძე

საზაფხულო სკოლის ლექცია მიზნად ისახავს, სტუდენტებს გააცნოს მონაცემთა დამუშავების, დაგროვებისა და ვიზუალიზაციის მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია MAXIOT - ნივთების ინტერნეტ ტექნოლოგიებზე (IoT), InfluxDB - დროითი მწკრივის მონაცემთა ბაზაზე (TSDB) და Grafana - ანალიტიკასა და ინტერაქტიულ ვიზუალიზაციაზე. ასევე, სტუდენტები გაეცნობიან გარემოს მონიტორინგის თანამედროვე აღჭურვილობის მუშაობის პრინციპებს ESP32-ზე დაფუძნებული მარტივი საზომი მოწყობილობის აგების მაგალითის გათვალისწინებით ჩიპ მიკროკონტროლერზე და ტემპერატურის, ტენიანობის და წნევის სენსორებზე. ლექციის მსვლელობისას საზომი ხელსაწყოდან გამომუშავებული მონაცემები განთავსდება ღრუბლოვან სერვერებზე, ხოლო მონაცემების გაანალიზება მოხდება ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით.