გარემოს სივრცითი და სივრცით-დროითი მოდელირება: ღია კოდისთვის ინსტრუმენტების დაყენება

მომხსენებელი: Dr. Marco Ciolfi

დღეისათვის მოდელირება სამეცნიერო კვლევის მძლავრი იარაღია. გარემოსდაცვით სფეროში კვლევა  თანაბრად ეყრდნობა გაზომვებსა და მოდელირებას. კომპიუტერის სიმძლავრისა და მეხსიერების მუდმივმა ზრდამ უპრეცედენტოდ დიდი შესაძლებლობა გააჩინა ანალიზისთვის. განვითარდა მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფაც, კერძოდ, ღია კოდის ლიცენზირება ყველა მკვლევარისთვის ხსნის სანდო სამეცნიერო ინსტრუმენტზე წვდომის გზას.  შერჩევისა და სამუშაო ჰიპოთეზებიდან შედეგების მისაღებად გარემოს მოდელირება იყენებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს დაწყებული დისტანციური ზონდირებიდან GIS-მდე, პროგრამირებისთვის საჭირო სტატისტიკიდან მონაცემთა ბაზის მენეჯმენტამდე. ამ ლექციის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს დააყენონ ინსტრუმენტების საკუთარი ნაკრები  მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკისათვის, ასევე, ყველაზე თანამედროვე პროგრამული პაკეტებისა და პროგრამირების ენების გამოყენებისათვის.
განიხილება, აგრეთვე, ზოგიერთი თავისუფალი და ხელმისაწვდომი (თუმცა არა ღია) ინსტრუმენტი.

პრეზენტაცია