წყლის რესურსები, წყლის ხარისხის კვლევის მეთოდოლოგია

მომხსენებელი: ასოც.პროფ.თამარ სუპატაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტი

წყლის რესურსების, მათი ტიპების, დაბინძურების წყაროების, ხარისხის პარამეტრების და კვლევის მეთოდების შესახებ სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისათვის, რათა ისეთი უნიკალური რესურსის, როგორიცაა წყალი, ანთროპოგენული დამაბინძურებლებისაგან დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.
ლექციაზე განხილული იქნება წყლის ხარისხის კონტროლის (ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური) პარამეტრები და წყლის ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდები. განიხილება წყლის კლასიფიკაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. გამოყენებული იქნება EPA da ISO სტანდარტები განსხვავებული პარამეტრების დასადგენად. ასევე წარმოდგენილი იქნება ბუნებრივი და ანთროპოგენული დაბინძურების წყაროები.

პრეზენტაცია